ბაქრაძე: ოპოზიციის კანდიდატების წარმატებაში დარწმუნებული ვარ

632

წინა სტატია

რა სახელი და გვარიც არ უნდა აარჩიოს “ქართულმა ოცნებამ” საკუთარ კანდიდატებად, დარწმუნებული ვარ ოპოზიციის კანდიდატების წარმატებაში, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩეველმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ ხელისუფლების მიერ წარდგენილი ნებისმიერი სახელის და გვარის უკან “ქართული ოცნება” დგას.

“ამის უკან დგას ის პრობლემები და გაჭირვება, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა “ქართულმა ოცნებამ”. დგას ეკონომიკური უკუსვლა, გაძვირებული ცხოვრება, უკან წასული ცხოვრება, ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების” მუშაობის შედეგი. ნებისმიერი კონკრეტული სახელისა და გვარის უკან დგას რეალობა, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, საზოგადოებას დღეს სჭირდება ცვლილება და უკეთესობა, რაც ‘ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან მშვიდობიანი გზით ჩამოშორებით მიიღწევა.

შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად ცნობილი ექიმი ლადო კახაძე, ხოლო მერის ვადამდელი არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატები წარადგინა.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, “ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ექვსივე კანდიდატი პროფესიონალია და საუკეთესოდ გაუძღვება იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.