ქუცნაშვილი: თვითმმართველობის კომიტეტი “ტყის კოდექსის“ პროექტს მხარს არ უჭერს

325

წინა სტატია

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, თვითმმართველობის კომიტეტი “ტყის კოდექსის“ პროექტს მხარს არ უჭერს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ქუცნაშვილის თქმით, დღეს გაიმართა კომიტეტის სხდომა, სადაც “ტყის კოდექსის“ პროექტის “თვითმმართველობის კოდექსთან“ შესაბამისობაში მოყვანის საკითხი დაისვა, მათ შორის, ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პოლიტიკის თვალსაზრისით.

“სამართლებრივი და პოლიტიკური მოსაზრებების გათვალისწინებით, კომიტეტმა ინიცირებულ პროექტს მხარი არ დაუჭირა”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

ა​ღნიშნული კანონპროექტი ინიცირებულია მთავრობის, კერძოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.