საერთო კრებებზე შერჩეული 3 038 პროექტი საკრებულოებმა უკვე დაამტკიცეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, საკრებულოებმა უკვე განიხილეს და დაამტკიცეს 1 985 სოფლის 25 601 300 ლარის ღირებულების 3 038 პროექტი. ყველა ეს პროექტი სოფლის საერთო კრებებზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი 1 აპრილამდე გაგრძელდება. ამ დროისათვის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და დაამტკიცებს სოფლების მიერ არჩეულ პროექტებს. საკრებულოების მიერ დამტკიცებულ პროექტებზე კი საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები 1 აპრილის შემდეგ ეტაპობრივად  დაიწყება.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, თუ 1 აპრილამდე მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხა ვერ განაწილდება, დარჩენილი თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს დაუბრუნდება და ისევ რეგიონის საჭიროებებს მოხმარდება.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 3700 სოფლის მცხოვრებმა თავად  გადაწყვიტა, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის გამოყოფილი 40 მილიონი ლარი. შედეგად, სოფლის კრებებზე  მიღებულია  2 300-ზე მეტი გადაწყვეტილება მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ.

მოსახლეობის მიერ არჩეულ პროექტებს შორისაა:  სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა; წყაროს მოპირკეთება; საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება და ატრაქციონების დადგმა; ხიდის შეკეთება; გარე განათების მოწყობა; სასაფლაოს ჭიშკრის აღდგენა და წყლის შეყვანა; ბიბლიოთეკისა და მგზავრთა მოსაცდელის რეაბილიტაცია; გმირთა მემორიალის მოწესრიგება და კულტურის სახლის შეღებვა; საცალფეხო ხიდის შეკეთება და შიდა გზების მოხრეშვა; სავარჯიშო ადგილის მოწყობა და სხვა.

დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობას  1 მარტამდე უნდა შეერჩია. თავდაპირველად, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 20 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა  გამოიკვეთა პროგრამის გაზრდის საჭიროება. მთავრობის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით, პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და 40 მილიონი ლარი გახდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით,  მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება.  5-დან 20 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით ნაწილდება. შერჩეული პროექტების თანადაფინანსება შესაძლებელია სხვა ფინანსური წყაროებიდან (საერთაშორისო ან დონორი ორგანიზაციებიდან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან კანონით ნებადართული სხვა სახსრებით)”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ახალციხის სოფლებისთვის გათვალისწინებულ 612 000 ლარს მუნიციპალური ბიუჯეტიდან 100 000 დაუმატეს.
2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 55 პროექტი განხორცილედება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის
2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქარელის მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციულ ერთეულში 97 პროექტი განხორცილედება. გარეგანათების,
დედოფლისწყაროს მერის მიერ ინიცირებული პროექტი "ერთი დღე სოფელში“ განახლდა. პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი სოფელ გამარჯვებაში იმყოფებოდა.
წინა სტატია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით, 54 მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა 4801 პროექტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 61 პროექტი განხორციელდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. სასმელი წყლის
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 25 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. გარეგანათების, სკვერების, საბავშვო ბაღში ატრაქციონებისა
დუშეთის, მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 506 პროექტი განხორციელდება, რომლებზეც ჯამში
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წელს 912 000 ლარის ღირებულების 32 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
წინა სტატია "სოფლის ხმარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის 968 ათასი ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 1 600 000 - მდე ლარის ღირებულების
წინა სტატია სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან ქედის მუნიციპალიტეტისთვის 740 000 ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. აღნიშნული
წინა სტატია აჭარის მთავრობა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის პრიორიტეტებს დააფინანსებს. თანხა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 7 903 000 ლარით გაიზარდა და 2019 წლის ბიუჯეტი 60 518 800 ლარით
წინა სტატია ასპინძის სოფლების დიდ ნაწილში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივებისთვის თავშეყრის ადგილები მოეწყობა. შერჩეული
%d bloggers like this: