ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში, მერიისთვის პროექტების წარდგენა შეეძლებათ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარი საპროექტო განაცხადებით მიმართონ და ის პროექტები დააფინანსებინონ, რომელთა განხორციელებასაც თავად თვლიან საჭიროდ. ამისათვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ინიციატივით, მოქალაქეთა მონაწილეობითი ბიუჯეტირების კომპონენტის განხორციელება დაიწყო.

მონაწილეობითი ბიუჯეტის ოდენობა 150 000 ლარით განისაზღვრა. სწორედ ამ თანხის ფარგლებში მოქალაქეებს შეეძლებათ, შეიმუშაონ საპროექტო განაცხადები და დაფინანსებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართონ. პროექტების წარდგენა, მათი შერჩევა და თანხის განკარგვა კი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული ინოვაციური ელექტრონული მექანიზმის საშუალებით მოხდება.

როგორც გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში აცხადებენ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ინტეგრირებული პლატფორმის საშუალებით მოხდება საპროექტო განაცხადების მიღება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შეიქმნება ჯგუფი, რომელიც განაცხადებს შეისწავლის, თუ წარდგენილი პროექტი რამდენად შეესაბამება მუნიციპალიტეტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს, რამდენად ჯდება შეთავაზებული პროექტი ბიუჯეტის ოდენობის ფარგლებში და ა.შ.

პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდგომ, საპროექტო განაცხადები, სავარაუდო ღირებულების მითითებით, წინასწარ განსაზღვრული ვადით გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა მათთვის სასურველ პროექტს ხმა მისცენ.

საკუთარი არჩევნის დასაფიქსირებლად ამომრჩევლებმა აპლიკაციაში ქართული (Sylfaen) შრიფტით უნდა მიუთითონ საკუთარი სახელი და გვარი, პირადი ნომერი და რეგისტრაციის მისამართი. პროექტს, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში, ასევე, ამბობენ, რომ შესაძლებელია, შემუშავდეს ფორმულა და მნიშვნელობა მიეცეს ხმების რაოდენობისა და პროექტის ბიუჯეტის თანაფარდობას. დარჩენილი თანხით კი დაფინანსდება მეორე, მესამე და ა.შ. პროექტები მანამ, სანამ თანხა არ ამოიწურება.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების კომპონენტი NDI-ს მიერ დაფინანსებული პროექტის – „ინიციატივა მოქალაქეთა მზარდი მონაწილეობისათვის თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“- ფარგლებში დაინერგა.

მსგავსი სიახლეები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ოზურგეთის
"მე ვგეგმავ ჩემი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს“ - ამ სლოგანით გორში “სამოქალაქო ბიუჯეტი 2020-ის“ - ფარგლებში განსახორციელებელი
გორის ორ დასახლებასა და სოფელ ქიწნისში "სამოქალაქო ბიუჯეტის" ფარგლებში, სპორტული სივრეები მოეწყობა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა
ზუგდიდში "სამოქალაქო ბიუჯეტის" შექმნა სურთ, რომელშიც მოსახლეობის ინიციატივები და სურვილები კონკრეტული პროექტების სახით უნდა აისახოს. ინფორმაციას
გორის მუნიციპალიტეტის მერია 2 ახალ თანამშრომელს აიყვანს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ორი ახალი თანამშრომლის აყვანაზე
გორის მერმა ტელეკომპანია "თრიალეთის" პირდაპირ ეთერში 2018 წელს განხორციელებულ და 2019 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
წინა სტატია “სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მინისტადიონის მწვანე საფარის გარეშე შემოღობვა/მოწყობა და
წინა სტატია 2019 წელს "სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში გარეგანათება გორის მუნიციპალიტეტის 47 სოფელში მოეწყობა. პროექტით გათვალისწინებული
გორში "სამოქალაქო ბიუჯეტის" ფარგლებში მოსახლეობის მეირ შერჩეული პროექტების და მათი განხორციელების დეტალების შესახებ საჯარო შეხვედრა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, ცენტრალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესი გორის სოფლებშიც დაიწყო. პროექტის ფარგლებში 28 ადმინისტრაციული ერთეულისთვის დაახლოებით 3 მლნ ლარია გათვალისწინებული,
წინა სტატია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით, საზოგადოებრივი დარბაზი დაფუძნდა.
მიუხედავად იმისა, რომ 2 დღეში 2018 წელი დადგება, ადგილობრივ თვითმმართველობებში მომდევნო წლის ბიუჯეტების მიღების პროცესი
გორის მერიის ინფომაციით "ვოლოგდის დასახლებაში" შესასვლელი გზის რეაბილიტაცია 13 ინფრასტრუქტურულ პროექტს შორის ერთ-ერთია, რომელიც "სამოქალაქო
ბორჯომში ახალი საპილოტე პროექტის “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვა დასრულდა. შეხვედრები ექვსივე
%d bloggers like this: