ზუგდიდში ერთ-ერთი ქუჩისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭებას ითხოვენ

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის ეროვნული გმირის,  გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭებას ითხოვს. შესაბამისი ინიციატივით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ გუშინ მიმართა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

წითლიძის თქმით, ქალაქში ჯერ კიდევ არის საბჭოთა დასახელების ქუჩები, რომელსაც სახელი უნდა გადაერქვას.

“იმედი მაქვს, რომ ჩვენი პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა არ იქნება ხელისშემშლელი უმრავლესობის წევრებისთვის, რათა ამ ინიციატივას პრობლემები არ შეუქმნან. იმედი მაქვს, უმრავლესობის საკრებულოს წევრებიც მხარს დაუჭერენ ინიციატივას“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.

ანწუხელიძე დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

მსგავსი სიახლეები
ვინ და რა ფორმით ებმება პოლიტიკურ მარათონში და რა დაპირებები აქვთ მერობის კანდიდატებს? ამის შესახებ "TV25"
წინა სტატია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე
წინა სტატია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმის საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი როინ ზოიძე დაშავდა.
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმში საკრებულოს სხდომა განახლებიდან მალევე ისევ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთმანეთს "ქართული
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ სხდომათა დარბაზიდან იმ მოქალაქეების გაძევება მოითხოვა,
სტატიის გაგრძელება ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო და დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. "ნაციონალური
დავა მთაწმინდის პარკსა და მერიას შორის გრძელდება. საბაგიროს მშენებლობა, რომელმაც ქალაქის ეს ნაწილი თბილისის ცენტრს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ხელისუფლებას ტყუილ დაპირებებსა და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"  გორში რომელიმე ცენტრალური ქუჩისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის დარქმევას ითხოვს.
წინა სტატია გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ზუგდიდის მერის არჩევნებში ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი იქნება. ამის
წინა სტატია სტატიის გაგრძელება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო
წინა სტატია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი კვირის წინ დაშლილი ფრაქციის ნაცვლად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ
წინა სტატია გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის კანდიდატად ნაცმოძრაობა, არაერთ კანდიდატურას, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი დონის
%d bloggers like this: