ქუთაისის მერია ნიკეას ქუჩაზე დროშის აღმართვისთვის 36 299 ლარს დახარჯავს

94

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ქუთაისის მერიამ ნიკეას ქუჩაზე 46,5 მეტრი სიმაღლის დროშის მოსაწყობად 28 თებერვალს 36 299 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ქუთაისს დროშა ინდურმა კომპანია “სითი ქონსთრაქშენმა“ აჩუქა და როგორც მერიაში განმარტავენ ის ყველაზე მაღალი დროშა იქნება საქართველოში. მათივე ინფორმაციით, დროშის სადგარი უკვე ქუთაისშია ჩატანილი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ, ნიკეას ქუჩაზე ეროვნული დროშის აღსამართად  საჭირო დგარის მოსაწყობად პირველი ტენდერი 2018 წლის 16 აპრილს გამოაცხადა. 25 აპრილს კი სატენდერო კომისიამ გამართულ სხდომაზე დროშის დგარის  მოსაწყობად გამოცხადებული ელექტრონული შესყიდვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია და მისი შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე კი, მერიამ დგარის პროექტის შედგენისთვისაც 4 500 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, რომელიც არ შედგა.

ქალაქის ერთ-ერთ მთავარ შემოსასვლელთან ეროვნული დროშის აღმართვისთვის 65 000 ლარის დახარჯვა ადგილობრივმა ოპოზიციამაც გააპროტესტა.