ოზურგეთის მერი: ეკონომიკის სამინისტრო ხელს უშლის მუნიციპალიტეტებს საკუთარ ტერიტორიაზე განლაგებული ქონების მოვლა-პატრონობაში

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ოზურგეთის მუნიცპალიტეტის მერი კონსტანტინე შარეშენიძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების უმთავრესი პირობა ადგილებზე ძლიერი ბიჯეტებისა და საკუთარი ქონების არსებობაა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის განკარგავს. ამის შესახებ მან მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა.

“დღეს ამ მხრივ ძალზე რთული სიტუაციაა. ეკონომიკის სამინისტრო, ფაქტობრივად, ხელს უშლის მუნიციპალიტეტებს საკუთარ ტერიტორიაზე განლაგებული ქონების მოვლა-პატრონობაში. ოზურგეთის მუნიცპალიტეტმა ვერ მიაღწია იმას, რომ ქონება, რომელიც ნადგურდება და უფრო მეტიც, საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, გადმოეცეს მუნიცპალიტეტს. ჩვენ ის მაინც უზრუნველვყოთ, რომ ეს ქონება დავშალოთ, სანამ უბედურება დატრიალებულა და ვინმე ნანგრევებში მოყოლილა.

კონკრეტული მაგალითია ქალაქ ოზურგეთში, რკინიგზის სადგურის გვერდით განთავსებული შენობა, რომელიც ამორტიზებულია, იშლება და ამასთან, ქვეწარმავლების ბუდედაა ქცეული. ეკონომიკის სამინისტრომ, ჩვენი მოთხოვნების მიუხედავად, არ გადმოგვცა და დღეს, ფაქტობრივად, უპატრონოდაა დარჩენილი”, – აცხადებს შარაშენიძე.

კიდევ ერთ პრობლემურ საკითხად ოზურგეთის მერი ბუნებრივ რესურსებზე წვდომის პრობლემას ასახელებს.

“ტრაქტორი არ არის დარჩენილი სოფლებში, ჯარიმა არ ჰქონდეს გამოწერილი, იმიტომ, რომ უფლება არ აქვთ, ხრეში ამოიღონ. მოსახლეობას საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის სჭირდება ღორღი, გვთხოვს ჩვენ, ჩვენ კი ვერაფრით ვეხმარებით”, – ამბობს ის.

მისი თქმით, ასევე, პრობლემაა სოციალური მიზნით სამშენებლო მერქნის გამოყოფაც. “როცა სტიქია საცხოვრებელ სახლებს სახურავს გადახდის ხოლმე, ჩვენ მოსახლეობას გადასახური თუნუქით ვეხმარებით, მაგრამ სახურავის კოჭების დასამზადებლად, ასევე, საჭიროა, დაახლოებით, 2.5 კუბური მეტრი სამშენებლო მერქანი. ამ მერქნის გამოყოფა კი, ფაქტობივად, შეუძლებელია. ამიტომ ადამიანები ჩვენ მიერ გადაცემულ თუნუქსაც ვერ იყენებენ. ეს ყველაფერი კი მოსახლეობაში ძალზე დიდ გულისტკივილს იწვევს”, – აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი.

შარაშენიძე ფიქრობს, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში ამ პრობლემური საკითხების გადაჭრის შესახებაც უნდა იყოს საუბარი.

როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მასში, ძირითადად, სამი მიმართულებაა გაწერილი – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.

მსგავსი სიახლეები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში გამართულ საპროტესტო აქციაზე დგილობრივებმა სოფლის გაზიფიცირება და წყლის პრობლემის მოგვარება მოითხოვეს.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის მუნიციპალიტეტები სკოლის მოსწავლეებისთვის  ერთობლივ წამახალისებელ ფოტოკონკურსს - "აღმოაჩინე გურია"
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის, მისი მიმდებარე ქუჩებისა და ბულვარზე გასასვლელების მოწყობისა და რეკონსტრუქციის სამუშაოების
წინა სტატია დაბა ურეკში წყლისა და კანალიზაციის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. დაბა ურეკში
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარი საპროექტო განაცხადებით მიმართონ და ის
რამდენიმე მუნიციპალიტეტს ახალი პროექტებისთვის რეგფონდიდან დამატებითი თანხები გამოეყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პროექტებისთვის თანხები ყვარლის, ახმეტის, თელავის,
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 5 პროექტი 6
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში საერთო კრება ჩატარდა და მოსახლეობამ პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული
ოზურგეთში კოსტავას N2-ში მდებარე ცენტრალურ პარკს და თეატრის გვერდით მდებარე ე.წ. სამკუთხა პარკს სრული რეაბილიტაცია
სტატია მომზადებულია "აიფაქტის" მიერ ავტორი:  ნინო შონია გურიის სამ სოფელში 4.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. ჯუმათში, ძიმითსა
სტატია მომზადებულია "გურიანიუსის" მიერ ქალაქ ოზურგეთში, საკრებულოს სააქტო დარბაზში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ
სტატია მომზადებულია "გურიის მოამბის" მიერ დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში “კოალიციის ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიის ინიციატივით“
ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დეცენტრალიზაციიის სტრატეგიის შემუშავების პროცესსა და მთავრობისათვის სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე
დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ოზურგეთის
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი შეიძინა და მისი რეაბილიტაცია 2019 წელს იგეგმება. პროექტი
%d bloggers like this: