ზუგდიდის სკოლებში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 1 500 000 ლარი დაიხარჯება

937

თანხის მოცულობა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლებში პირველადი ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოწესრიგებას მოხმარდება გაიზარდა  და ნაცვლად 750 000 ლარისა, ამ მიმართულებით 1 500 00 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ 12 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მხარი სველი წერილების რეკონსტრუქციისთვის 750 000 ლარის გამოყოფის საკითხს დაუჭირეს, მთავრობის განკარგულებითვე ეს თანხა გაორმაგდა.

გადაწყვეტილება, საჯარო სკოლის დირექტორებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ გააცნო.

“თანხა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გამოეყო სკოლების ინფრსატრუქტურის მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანია და შესაძლებლობას მოგვცემს, ის პირველადი საჭიროებები მოვაგვაროთ, რაც სკოლებს აქვთ. ამისთვის კი პრიორიტეტების განსაზღვრაა საჭირო“, -აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკონფერენციო დარბაზში წარადგინა ანგარიშის პრეზენტაცია თემაზე – “წყალი, სანიტარია და ჰიგიენა საქართველოს საჯარო სკოლებში”, სადაც აღნიშნულია, რომ შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში საერთოდ არ არსებობს სასმელი წყალი.