დიდუბის რაიონში 15 ამორტიზებულ ლიფტს განაახლებენ

1013

დიდუბის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მრავალსართულიანი კორპუსების ლიფტების კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.

კერძოდ, ლიფტების განახლება აკაკი წერეთლის გამზირის N99 ა-ში, თევდორე მღვდლის ქუჩა N48-ში, მირცხულავას ქუჩა N10-სა და დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-14 კორპუსის ორ სადარბაზოში მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ჯეოლიფტი“ აწარმოებს.

“ხუთი ლიფტის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 90 727 ლარი გამოიყო. უახლოეს პერიოდში კი დამატებით 10 ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაცია იგეგმება”, – განმარტავენ გამგეობაში.