ჩუღურეთის რაიონში სხვადასხვა მისამართზე კედლებს ამაგრებენ

765
ჩუღურეთის რაიონში

ჩუღურეთის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე კედლებს ამაგრებენ.  კერძოდ, გამგეობის ინფორმაციით, გამაგრებითი სამუშაოები დოქის შესახვევის N9-ში, 9 ძმის ქუჩის N23-ში, ბაგრატიონის N260ში, ჩეჩელაშვილისN84-ში, ჩეჩელაშვილის N105 სა და N84ა-ს შორის მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე  ადგილზე გაეცნო.

“ჩუღურეთის რაიონში, კედლები ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება. ჩვენ ყოველწლიურად ფერდობის და გზის დამჭერ 30-მდე კედელს ვაშენებთ, რათა თავიდან ავიცილოთ ის მოსალოდნელი საფრთხეები, რაც მიწის ჩამოშლით არის განპირობებული. მიმდინარე წელს, გზისა და გრუნტის დამჭერი 40-მდე კედლის მშენებლობა იგეგმება“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.