სენაკის მერიამ სამ თვეში 109 984 ლარის პრემია-დანამატი გასცა

სენაკის მერიამ 2018 წლის პირველი ნოემბრიდან მიმდინარე წლის 29 იანვრის ჩათვლით ჯამში 109 984 ლარის ფულადი ჯილდო და პრემია გასცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

კერძოდ, გამოცემა “ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სენაკის მერიის 92 თანამშრომელზე, პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით, დეკემბერში 65 195 ლარის ფუალდი ჯილდო, ხოლო თანამდებობის 2 პირსა და 7 შტატგარეშე მოსამსახურეზე კი დანამატის სახით 7 070 ლარი გაიცა.

ამასთან, დამატებით თანხები გაიცა სენაკის მერიის ხუთ ა(ა)იპ-ში.

“სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ 19-მა თანამშრომელმა დეკემბერში სადღესასწაულო პრემია ჯამში 4 000 ლარის ოდენობით მიიღო. ასევე, იმავე თვეს “სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრში“ 99 თანამშრომელზე სახელფასო დანამატი, ჯამში 22 500 ლარი გაიცა. რაც შეეხება “სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებას“, დეკემბერში, ორ თანამშრომელს – მწვრთნელ-მასწავლებელს სულ 800 ლარი დაერიცხა. მიმდინარე წლის იანვრის თვეში კი ერთ პირზე ასევე ფულადი ჯილდო – 250 ლარი გაიცა. “სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების“ 12 თანამშრომელზე დეკემბერში სადღესასწაულო პრემია 1 603 ლარის ოდენობით გაიცა. ამასთან, სადღესასწაულო პრემია მიიღო „სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების“ 304-მა თანამშრომელმაც, ჯამში 8 566,21 ლარი.

მსგავსი სიახლეები
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ კომაროვის
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წელს რიგით პირველი სხდომა ჩატარდა. სხდომას 22 დეპუტატი ესწრებოდა. სხდომაზე დეპუტატებმა
"განათლების რეფორმაში ბაღებს წამყვანი როლი ექნებათ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ ლაივში ბაღების მასწავლებლების
ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მომატება, სოციალურ პაკეტში
უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ითხოვს, რომ ბათუმის საბავშვო ბაღების პედაგოგებს ხელფასი გაუზარდონ. როგორც ბაკურიძემ განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება
წინა სტატია "ქუთაისის ბიუჯეტი 173 600 ლარით გაიზარდა და მთლიანად 2018 წლის ასიგნებებმა 66 517
2019 წლის ბიუჯეტის პროექტით სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის 1 636 000
2019 წლიდან შიდა ქართლში საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის ხელფასების მატებას ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტები არ გეგმავენ.
წინა სტატია ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდი 1 900 000 ლარით  გაიზარდა. მერიის საფინანსო პოლიტიკისა
წინა სტატია "ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მცირდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, სამაგიეროდ ბიუჯეტის ნახევარი მერიის,
5 ათასამდე სკოლის პედაგოგს სტატუსი შეეცვალათ. 3 512 უფროსი მასწავლებელი, 172 წამყვანი, ხოლო 19 მენტორი
ქობულეთში ხელოვნების სკოლის 22 პედაგოგს ანაზღაურება შეუმცირეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ფორტეპიანოს სპეციალისტებისთვის ხელფასების დაკლებას სკოლის
საქართველში, შესაძლოა, ნებისმიერი სამსახური საათობრივ ანაზღაურებაზე გადავიდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში უკვე შესულია. წინადადებება,
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, მეტროპოლიტენისა და ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში დასაქმებული ადამიანებისთვის შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით, ქალაქ
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ავტობუსის კონტროლიორები გაცდენილი პერიოდის ხელფასებს უკლებლივ აიღებენ. ამის შესახებ მან დედაქალაქის
%d bloggers like this: