ზესტაფონის მერი თანამდებობას ტოვებს

834

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას მერიაშიც ადასტურებენ. წასვლის მიზეზად მმართველ გუნდში არსებული მდგომარეობა სახელდება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე აცხადებს, ახალ გუნდში კახაბერ მახათაძის ადგილი არ აღმოჩნდა.

“ოცნების ახალმა გუნდმა გადაწყვიტა, ქვეყანა თავისებურად დაალაგოს. როგორც ვატყობთ, კახაბერის მსგავსი ღირსეული ადამიანები მათს გეგმებში არ შედის. ბატონმა კახაბერმა გადაწყვიტა, რომ დაწეროს განცხადება და წინ მნიშვნელოვანი პროცესები გველის,”-განაცხადა ეკა დუგლაძემ.

მისი თქმით, კახაბერ მახათაძის სურვილია, რომ  სხვა საკადრო ცვლილება არ მოხდეს, თუმცა მისი გუნდის წევრები მერიაში დარჩენის სურვილს არ გამოთქვამენ.

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონის მერის წინააღდეგ მუნიციპალიტეტში არაერთი აქცია გაიამრთა და კახა მახათაძეს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდნენ.