ბათუმში თამარის გზატკეცილზე საფეხმავლო ხიდის მოწყობა გადაიდო (ვიდეო)

774

ბათუმში თამარის გზატკეცილზე საფეხმავლო ხიდის მოწყობა გადაიდო. როგორც ირკვევა, ბათუმის მერიას, მშნებელობისთვის საჭირო თანხები გათვლისწინებული არ აქვს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

საქალაქო ინფრასტრუქტურის სამსახურში მშენებლობის შეფერხების მიზეზად, იქვე მდებარე რკინიგზის გადასავლელს ასახელებენ. სულხან ევგენიძის თქმით, ამ ეტაპზე, ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელიც კონსტრუქციას ააშენებს, სანაცვლოდ კი ტერიტორიას 10 წლის ვადით, სარეკლამო ბანერის განსათავსებლად გამოიყენებს. იმ შემთხვხევაში თუ მოლაპარაკებები ვერ შედგა, მერია საჭირო თანხების მოსაძიებლად, ალტერნატიულ გზას მოძებნის.