ხმალაძე: თბილისის გენგეგმა უახლოეს პერიოდში დამტკიცდება

785

წინა სტატია

დედაქალაქის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ განაცხადა, რომ გენგეგმა უახლოეს პრეიოდში დამტკიცდება.

“გენგეგმა საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მისი გაჭიანურება არ ხდება. უბრალოდ, დეტალურად განიხილება საკრებულოში და ალბათ, არც იქნებოდა კარგი წარდგენიდან ერთ კვირაში გენგეგმა დამტკიცებულიყო. გენგეგმა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დაამუშავა მერიამ და ახლა განიხილავს საკრებულო. კონსულტაციის რეჟიმში ვიმყოფებით და უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. ჩვენ დავპირდით თბილისს, რომ გენგეგმა განახლდებოდა და აუცილებლად განახლდება“,- განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს 4 ივლისს გადაუგზავნა. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე კი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევიდოდა.

ამასთან, 5 ივლისს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშობა ოფიციალურად დაიწყო.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.