კალაძე: თბილისის გენგეგმა პირველი იანვრისთვის დამტკიცდება

760
გიორგი ისაკაძის ფოტო

წინა სტატია

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 2019 წლის 1-ელი იანვრისთვის დამტკიცდება. მისი თქმით, გენგეგმა ქალაქის მთავრობამ უკვე მიიღო და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნა.

“ჩვენ განვახორციელეთ სამართლებრივი რეფორმები, რის შედეგადაც, ჩვენ მივიღეთ ტაქსების რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვანია. დავასრულეთ გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა, ესეც საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო. ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, არსებობდეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და დედაქალაქის მთავრობამ ეს მიიღო და გადაგზავნილია თბილისის საკრებულოში, რომელიც 1-ლი იანვრისთვის უნდა დამტკიცდეს”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი 2019 წელს მილიარდ ლარს გადააჭარბებს.