2 500 ბავშვი გორის მერიისგან საახალწლო საჩუქარს მიიღებს

665

წინა სტატია

გორის კულტურის განყოფილების უფროსმა რამაზ შიოშვილმა განაცხადა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია მინიმუმ 2 500 ბავშვს საახალწლო საჩუქარს გადასცემს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

შიოშვილის თქმით, პატარებს გადაეცემათ სპეციალური ბილეთი, რომლითაც საახალწლო კონცერტს დაესწრებიან, კომბინატში მოწყობილი გასართობი ატრაქციონებით ისარგებლებენ და საახალწლო ტკბილეულის კალათას მიიღებენ.

“ბილეთებს ახლა ვბეჭდავთ და ვფიქრობთ, რომ კვირის ბოლოს უკვე მზად იქნება. ამ ბილეთების დარიგებას ვაპირებთ სამაშველოს თანამშრომელთა შვილებისთვის, დევნილი, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებისთვის. ვფიქრობთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს კიდეც”, – ამბობს შიოშვილი.

გორის ცენტრალური ნაძვის ხე 17 დეკემბერს საზეიმოთ აანთეს. ამასთან, ცნობილია, რომ გორში საახალწლო ბაზრობა მოეწყობა.

შეგახსენებთ, რომ საახალწლო განათებების შესაძენად გორის მერიამ 30 000 ლარი გამოყო. ხოლო, საახალწლო კონცერტზე მიწვეული მომღერლებისთვის მერიას 7 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.