საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება

247

წინა სტატია

საქართველოს ახალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ფიცს არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს დებს.

სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილება წყდება.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა და არჩევნებში 59,54 %-ით “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა დამუკიდებელმა კანდიდატმა  სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი. ის პრეზიდენტის პოსტს, 5-ის ნაცვლად, 6 წლით დაიკავებს.