isfed: ქარელში ბაღის პედაგოგებს ხელფასის გაზრდის სანაცვლოდ ზურაბიშვილის მხარდაჭერა მოსთხოვეს

წინა სტატია

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED)“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის  წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

შუალედური ანგარიშის ერთ-ერთ ქვეთავში აღნიშნულია, რომ ქარელში ბაღის პედაგოგებს ხელფასის გაზრდის სანაცვლოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მოსთხოვეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში და მათ შორის შიდა ქართლშიც, პედაგოგები და მერიის თანამშრომლები მკაცრად გააფრთხილეს, რომ იმ შემთხვევაში თუ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს არ მისცემენ ხმას, სამსახურს დაკარგავენ.

მათივე ცნობით, ზოგიერთი მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები უკვე დაწერილია.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების II ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში იხილეთ სრულად ბმულზე.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოთხშაბათს 28 ნოემბერს გაიმართება. ამასთან, ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 10 583 022 ლარი გამოიყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ცესკოს არჩევნების შაბათს დანიშვნისაკენ მოუწოდებდნენ. მათი განცხადებით,  არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის გამო საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

მეორე ტურში ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები
წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, ადგილი ჰქონდა საბიუჯეტო რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენებას, - ამის შესახებ
წინა სტატია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED)“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის  წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
დღეს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის
25 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო
25 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო
25 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო
ოპოზიციური პარტიების ლიდერთა საბჭომ მედია თავისუფლებასა და დაფინანსების პრობლემებზე არასმთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო დამკვირვებლებთან შეხვედრა
„საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ ზუგდიდის ოფისში წინასაარჩევნო გარემოსა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. შეხვედრას საარჩევნო სუბიექტები და
14 მუნიციპალიტეტის გაერთიანება არსებითად ზღუდავს თვითმმართველობის უფლებას, როგორც ამ ქალაქებისთვის, ისე თვითმმართველ თემში შემავალი სოფლებისთვის,
წინა სტატია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, საოკუპაციო რეჟიმმა სადემარკაციო სამუშაოები დილიდან განაახლა. ადგილზე მავთულხლართების გასაბმელად
წინა სტატია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
წინა სტატია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. ამის მიზეზი კი მათი
წინა სტატია შიდა ქართლის საიმიჯო კლიპი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტით გადაიღეს. საიმიჯო კლიპი ორ ენაზე – ქართულ
შიდა ქართლის საიმიჯო კლიპი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტით გადაიღეს. საიმიჯო კლიპი ორ ენაზე - ქართულ და ინგლისურ
%d bloggers like this: