EBRD-მა ბათუმის მერიას 5.5 მილიონი ევროს სესხი გამოუყო

EBRD-მა ბათუმის მერიას 5.5 მილიონი ევროს სესხი გამოუყო. სესხს მუნიციპალიტეტი ორ ტრანშად მიიღებს – 3.2  და 2.3 მლნ ევროდ. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

თანხა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტრანსორტის განახლებისთვისაა გამოყოფილი. კერძოდ, “ისუზუ ატამანის“ მოდელის ავტობუსების მოწოდება ტენდერში გამარჯვებულმა უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ – “ჩერკასკი ავტობუსმა” უზრუნველყო. ავტობუსები 60 ადამიანზეა გათვლილი, აღჭურვილია GPS სისტემით, კონდენციონერით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ახალი სატრანსპორტო საშუალება, არსებულ ავტობუსებთან შედარებით, ხარჯის 50%-ით ეკონომიას გააკეთებს.

2019 წელს კი, ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შესყიდვა განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები