არჩევნების მეორე ტური, შესაძლოა, 28 ნოემბერს, ოთხშაბათს დაინიშნოს

წინა სტატია

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შესაძლოა 28 ნოემბერს დაინიშნოს.

ცესკოში არჩევნების მეორე ტურის თარიღი, დღეს 13:00 საათზე უნდა გამოეცხადებინათ, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 13:00 საათზე დანიშნული სხდომა 19:00 საათამდე გადაიდო. ცესკოს პრესსამსახურში სხდომის გადადების მიზეზები არ განუმარტავთ.

იმის გათვალისწინებით, რომ 28 ნოემბერი ოთხშაბათია, თუ ცესკო არჩევნებისთვის ამ თარიღს დაამტკიცებს, ეს დღე უქმედ გამოცხადდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არასამუშაო დღეს უნდა დაინიშნოს.

საქართველოში მოქმედი სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ცესკოს არჩევნების შაბათს დანიშვნისაკენ მოუწოდებენ.

როგორც ისინი განმარტავენ, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის გამო საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის თარიღად პირველი დეკემბერი, შაბათი დღე უნდა განისაზღვროს, რაც მოქალაქეების არჩევნებში ჩართულობას ხელს შეუწყობს.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმათა საჭირო რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა, რის გამოც მეორე ტური გაიმართება. უწყების ინფორმაციით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია.

მეორე ტურში ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ექვსი პარტიული და სამი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის რიგგარეშე არჩევნებისთვის ამ დროისთვის არცერთ პოლიტიკურ პარტიას კანდიდატი არ დაურეგისტრირებია.
წინა სტატია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პირველ აპრილს გამართულ სხდომაზე დეპუტატ ზაზა ჩაჩანიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ
მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები, სავარაუდოდ, 19 მაისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედურ არჩევნებთან ერთად
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები უბნების 100%-იდან უკვე ცნობილია. ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა
წინა სტატია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით "სამართლიანი არჩევნები“, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და "საერთაშორისო
წინა სტატია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. საქმე
წინა სტატია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამო 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოცხადდება, ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო
წინა სტატია ცოტა ხნის წინ ცესკოს სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28
წინა სტატია პარტია "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე
წინა სტატია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების 100%-ის მონაცემები გამოაქვეყნა. შედეგების თანახმად, ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ
წინა სტატია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია 3 703 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც
ცესკოს 512 საარჩევნო უბნის მონაცემებით, ზურაბიშვილს 40.05%, ვაშაძეს 37.93% აქვს. ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზეა
თვითმმართველობის ექსპერტის კოტე კანდელაკის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში უნდა გაიმართოს. ინფორმაციას
%d bloggers like this: