აფხაზური მონეტები ამერიკულ ჟურნალში დამოუკიდებელი რესპუბლიკის მონეტებად მოიხსენიეს

119

აფხაზეთის ბანკის მონეტები ამერიკაში გამომავალი ჟურნალის “მსოფლიოს მონეტების“ ახალ კატალოგში დაიბეჭდა. ამის შესახებ აფხაზეთის ბანკის დირექტორი ბესლან ბარათელია ფეისბუკზე წერს. ამასთან, ის აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჟურნალის პირველივე გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია აფხაზეთის შესახებ. ქვეთავი კი დასათაურებულია, როგორც “აფხაზეთის რესპუბლიკა“.

ამასთან აფხაზეთში დეფაქტო პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გამოსახულებით ქაღალდის პირველი ფული გამოუშვეს.