ავჭალაში, ლიბანის N31ა კორპუსთან, წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია უტარდება

გლდანის რაიონში, ავჭალაში, ლიბანის N31ა კორპუსთან, წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ახალი მილები და ჭები მოეწყობა. მათივე ცნობით, აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.

“გლდანის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 2018 წლის იანვრიდან დღემდე 14 მისამართზე განხორციელდა, 18 მისამართზე კი მიმდინარეობს”, – აცხადებენ გამგეობაში.

მსგავსი სიახლეები