ზუგდიდის მერიაში თანამშრომლებს ახალი ვიცემერი წარუდგინეს

768

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ ვიცემერის თანამდებობაზე TBC ბანკის ზუგდიდის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი შენგელია წარადგინა.

გიორგი შენგელია ვიცემერის თანამდებობაზე გუშინ 6 ნოემბერს დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ვიცემერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ და ვიცემერმა გია გულორდავამ თანამდებობები 12 სექტემბერს დატოვეს. გულორდავა და გოგია პირველ ნოემბერს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.