ქუთაისის თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია ივნისის ნაცვლად ახლა იწყება

1127

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ქუთაისის თოჯინების თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის ნაცვლად ახლა იწყება. შენობიდან უკვე გაიტანეს ინვენტარი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდება შენობის რეკონსტრუქცია, მოეწყობა გათბობისა და კონდიცირების სისტემები, გამოიცვლება სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, ამასთან, დამონტაჟდება სცენის განათება-გახმოვანება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება თეატრის ეზო.

შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. დამონტაჟდება პანდუსები.

პროექტის ღირებულება 534 655 ლარია. თანხა საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოყო.

შენობას სარემონტო სამუშაოები ბოლოს გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა.