დაბა ასპინძაში 800-ზე მეტი ოჯახი სასმელ წყალს გრაფიკის გარეშე მიიღებს

635

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ხანდო-ასპინძის 5 კმ-იანი მაგისტრალისა და სათავე ნავებობის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოების შედეგად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, წყლის დებეტი გაიზარდა და დაბა ასპინძაში მცხოვრებ 800-ზე მეტი ოჯახისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

“ასპინძის მაცხოვრებლებს ათეული წლებია სასმელი წყალი 2-საათიანი გრაფიკით მიეწოდება. უახლოეს მომავალში, წყალმომარაგების რაციონალურად გამოყენების მიზნით, აბონენტების ინდივიდუალური გამრიცვხელიანებაც დასრულდება. შედეგად, მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ფილიალმა განახორციელა”, – ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.