გურჯაანის სოფელ კაჭრეთში ახალი ჭაბურღილი და წყალმომარაგების ქსელი მოეწყობა

881

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ახალი ჭაბურღილისა და წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

მერიის ცნობით, აღნიშნული ჭაბურღილით თითქმის ნახევარ სოფელს, მათ შორის საერთო საცხოვრებლებს, გაუუმჯობესდება წყალმომარაგება.

როგორც გურჯაანის მერიაშია აცხადებენ, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ჰიდროგეო” ასრულებს, რისთვისაც აღნიშნული პროექტისთვის სულ 145 300 ლარი დაიხარჯება.