დმანისის სოფელ დალარში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

690

დმანისის მუნიციპალიტეტსა და შპს “Geocommerce-ს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სოფელ დალარის მისასვლელ გზაზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტით გაწერილი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება. მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 43 145,37 ლარს შეადგენს.