ზუგდიდში დევნილი ოჯახებისთვის 6 ახალ კორპუსს აშენებენ

1027

დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 6 ახალი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 360 დევნილი ოჯახი მიიღებს.

სამინისტროს ცნობით, სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, ის დევნილი ოჯახები, რომლებიც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობებში ცხოვრობენ, ბინებს, ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებენ.