ოკაცეს კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ

844

ხონის მუნიციპალიტეტში მდებარე ოკაცეს კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, ოკაცეს კანიონი ტექნიკური სამუშაოების გამო დაიკეტა.

“დაცული ტერიტორიების სააგენტო გაცნობებთ, რომ ოკაცეს კანიონი ტექნიკური სამუშაოების გამო დაიკეტა და ვიზიტორები მის დათვალიერებას დროებით ვეღარ შეძლებენ.

დამატებით დეტალებს შეგატყობინებთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდისა და ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით”, –  აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.