ხელვაჩაურში ახალი სოციალური სახლი აშენდება

138

წინა სტატია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 39 -ი ოჯახი სოფლიდან განსახლებას ექვემდებარება, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის განცხადებით, ოჯახები გეოლოგებმა შეისწავლეს და დასკვნების საფუძვლზე მოსდახლეობის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა იგეგმება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

აღნიშნული მიზეზების გამო, ხელვაჩაურის მერია სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს. ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადდა, სოციალური სახლი კაპრეშუმში 2019 წლის ბოლომდე უნდა აშენდეს. ახალი საცხოვრებლის აშენებამდე კი თვითმმართველობამ ოჯახების ნაწილი ქირით გაიყვანა, ამ ეტაპზე ხელვაჩაურში ქირით 15 ოჯახი ცხოვრობს.

შეგახსენებთ, რომ  აჭარის რეგიონში 2018 წელს 2 000-მდე სახლის გეოლოგიური მდგომარეობა შეისწავლეს, საიდანაც 400 სახლი ხელვაჩაურში მდებარეობს. გეოლოგების დასკვნით, ხელვაჩაურში შემოწმებული სახლებიდან 13 ოჯახს მათი დატოვება მოუწევს, 246 სახლს კი გაამაგრებენ.