აჭარაში 2 000-მდე სახლის გეოლოგიური მდგომარეობა შეისწავლეს

753

აჭარის რეგიონში 2018 წელს 2 000-მდე სახლის გეოლოგიური მდგომარეობა შეისწავლეს, საიდანაც 400 სახლი ხელვაჩაურში მდებარეობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

გეოლოგების დასკვნით, ხელვაჩაურში შემოწმებული სახლებიდან 13 ოჯახს მათი დატოვება მოუწევს, 246 სახლს კი გაამაგრებენ.

მეწყრული პროცესები ადგილობრივებს, როგორც საცხოვრებელს, ასევე ნარგავებს უნადგურებს. რაც მათ ფინანსურ ზარალსაც აყენებს. ხელვაჩაურში რამდენიმე სახლს წელს ზაფხულში გააქტიურებულმა მეწყერმა საძირკველიც კი გამოაცალა. ადგილობრივ მერიაში ამბობენ, რომ ხელვაჩაურიდან  სულ 39 ოჯახს მოუწევს საცხოვრებლის შეცვლა. უახლოეს პერიოდში კი მათთვის სოციალური სახლის აშენებას გეგმავენ.