ხელვაჩაურის სოფელ მასაურაში წყლის სისტემას რეაბილიტაცია უტარდება

690

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მასაურაში სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს შპს “ქედე” ასრულებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 72 005 ლარს შეადგენს.

მერიის ცნობით, აღნიშნული საპროექტო სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დასრულდება.

ობიექტზე არსებულ მდგომარეობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფთან ერთად გაეცნო.