ბათუმში 13 საცხოვრებელი კორპუსის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

691

ბათუმში 13 საცხოვრებელი კორპუსის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 5 სართულიანი საცხოვრებელი, პროგრამის ფარგლებში უკვე გადაიხურა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში წელს ჯამში 13 კორპუსის გადახურვაა დაგეგმილი, 9 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია კი უკვე დასრულდა.

შეგახსენებთ, მოქალაქეებმა, რომელთაც კორპუსის გადახურვა სურთ მერიას განაცხადით უნდა მიმართონ, ამხანაგობებს სრული თანხის  3 % პროცენტის გადახდა უწევთ.