ანგარიშის წარდგენაზე ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ხმამაღალი საუბარი მოჰყვა მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის ანგარიშის წარდგენას. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ინფრასტრუქტურული მიმართულებით ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობა გააკრიტიკეს. თქვეს, რომ თუკი რაიმე სახის მშენებლობა მიმდინარეობს, ძირითადად დაბალი ხარისხით, მათ შორის აღნიშნეს გზები.

კრიტიკის საპასუხოდ ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა კითხვით, არის თუ არა დანაშაული მშენებარე ტაძრის მიმდებარედ, ქალაქის ცენტრში 19 ჰექტარი მიწის 1 ლარად გაყიდვა. მისი თქმით, სწორედ ასე მოიქცა თავის დროზე წინა ხელისუფლება და კახა ბენდუქიძეს აღნიშნული ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადასცა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას გაყიდული მიწის ნაკვეთების თემა გააგრძელა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, სანდრო სორდიამ. მან ასევე ენმ-ს წევრებს ჰკითხა, იყო თუ არა დანაშაული კერძო პირზე დადიანების ეზოს ნაწილის მიყიდვა?.

საპასუხოდ ფრაქცია ენმ-ის წევრმა პაატა ადამიამ აღნიშნა, რომ ეს ნამდვილად დანაშაულია, ისევე, როგორც ამჟამად თბილისის ბოტანიკური ბაღის 1 ლარად გასხვისება. მისმა თანაფრაქციელმა მალხაზ ციკუტანიამ კი უმრავლესობას გაახსენა გამოძიება, რომელიც ზუგდიდის უკვე ყოფილი მერის წინააღმდეგ მიმდინარეობს. პაატა ადამიამ კი დაამატა, რომ მერმა თავისი გადადგომით უკვე დაადასტურა დანაშაული და კორუმპირებულობა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ასევე, ლაშა გოგიასთან ერთად, თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის, გოგა გულორდავას მამაა.

მსგავსი სიახლეები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში მერის რიგგარეშე არჩევნებში "ქართული ოცნების" მერობის
ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში 54-ვე უბნის მონაცემები შევიდა. წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი ვახტანგ ბერიძემ
"ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძის თქმით, არსებული მონაცემებით, არჩევნებში გაიმარჯვა. "ჩვენი კომისიის წევრებისგან რაც
წინა სტატია არანაირი წითელი ხაზების გადაკვეთას და წითელი ხაზების დარღვევას სახელმწიფო არ შეეგუება. განაცხადა განმუხურში
საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ერთის გარდა, ყველა საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები პირველივე ტურში
ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს არის თითოეული მარნეულელის გამარჯვება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" მარნეულის მერობის
სამი ოლქია სადაც, სავარაუდოდ, 50%-თან ახლოს ვართ, - ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა"ტელეკომპანია პირველის"
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ყველა ოლქში, სადაც ოპონენტები კონცენტრირებულები არ იყვნენ,
მარნეულის მეორე საარჩევნო უბნიდან "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი თამარ მეტრეველი გააძევეს. როგორც უბნის თავმჯდომარემ განაცხადა, მეტრეველი
მარნეულის მერობის სახელისუფლებო კანდიდატმა, ზაურ დარგალმა მარნეულის რადიოსთან განაცხადა, რომ მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები, ძირითადად,
წინა სტატია შემაშფოთებელია მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები, -
ზუგდიდში 21-ე საუბნო საარჩევნო კომისიასთან "ქართული ოცნების“ კოორდინატორი და გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ანა წითლიძე ერთმანეთს
ზუგდიდში კახათის 35-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, უბანზე მისულმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დირექტორმა ნიკა
სტატიის გაგრძელება მარნეულში, კანდიდატის მეუღლე არიგებდა ინდურ ბრინჯს და ზეთს - დღეს ელოდებიან, რომ ინდური
"ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია ზუგდიდის N28 სააარჩევნო უბანში ოჯახთან ერთად მივიდა და საკუთარი
%d bloggers like this: