სენაკის სოფელ ისულაში გზას აგებენ

641

სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ისულას მიმართულებით წლებია ასფალტის საფარი არ განახლებულა. მესამე დღეა, რაც დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სააქციო საზოგადოება “არქეოპოლისი“ აწარმოებს.

მერიის ცნობით, გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ სოფელში სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულებამ 288 133 ლარი შეადგინა.