ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები სკოლისთვის ავტობუსის გამოყოფას ითხოვენ

ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები ტრანსპორტის გამოყოფას ითხოვენ. განცხადებას ხელს 32 მათგანი აწერს. ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც სარემონტო სამუშაოების გამო დროებით მესამე საჯარო სკოლაში გადავიდნენ, ბავშვებს შორი გზის გავლა უწევთ, ეს კი დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ერთ-ერთი მოსწავლის დედა ვივეტა ჩაგინავა აცხადებს, რომ კრილოვის ქუჩაზე ცხოვრობენ, ეს ტერიტორია კი დანიშნულების ადგილს ფეხით გადაადგილებისთვის მოშორებულია. მით უფრო, რომ ამ სკოლის მოსწავლეები მეორე სმენაზე დადიან და გაკვეთილებს საღამოს ამთავრებენ.

“არანაირი ტრანსპორტი არ გვიწყობს პირდაპირ ხელს. ხან ხუთზე, ზოგჯერ კი სწავლას ექვსის ნახევარზე ამთავრებენ. ტაქსით დავდივართ. მშობლები ვინაწილებთ. დღეში სამი ლარი გვიჯდება თითოს“.

ამბობს, რომ განცხადების შეტანას ადგილობრივ მერიაში გეგმავდნენ, თუმცა იმ დღეს, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა, რესურსცენტრში კი უთხრეს, რომ მათთვის არავის ეცალა. ვივეტა ჩაგინავას თქმით, მოგვიანებით შეიტყო, რომ განცხადება სკოლამ შეიტანა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, კახაბერ ფარცვანიას თქმით, რამდენადაც აქვს ინფორმაცია, მუნიციპალური ტრანსპორტი გვიანობამდე მუშაობს და ამისგან პრობლემა არ უნდა შეიქმნას, თუმცა მიიჩნევს, რომ კარგი იქნება და მიესალმება, თუ მუნიციპალიტეტი შეძლებს ავტობუსის გამოყოფას. მისივე თქმით, თავად ტრანსპორტირებას ვერ უზრუნველყოფენ, რადგან დადგენილების მიხედვით, მხოლოდ სოფლების ტერიტორიას ემსახურებიან, ისიც იმ შემთხვვევაში, როცა მანძილი ორ კილომეტრს აღემატება.

თავის მხრივ, მერიაში აცხადებენ, რომ წერილი სკოლისგან მიიღეს, ამ ეტაპზე კი მას განიხილავენ. პასუხზე სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეჯერდებიან.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ხუთი სკოლა აპრილის ბოლოდან სხვა შენობებში აგრძელებს ფუნქციონირებას. მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურში ახლადრეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. სკოლა 250 მოსწავლეზე გათვლილი. სამუშაოების ღირებულება კი, რომელიც
წინა სტატია ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში არსებული მდგომარეობა ექსპერტებმა შეისწავლეს. როგორც სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი
წინა სტატია საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბატაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკვე 20
წინა სტატია სტატიის გაგრძელება პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრესკომფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც სკოლებში ქართული საგალობლების
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეებს კონკურსში -"წარმოაჩინე შენი სოფელი" მონაწილეობის
2019 წელს გორის მერია განათლების ხელშეწყობისთვის 11 მილიონ ლარს დახარჯავს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მერია
ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემა დაზიანდა, რის გამოც დაწესებულებას გათბობის პრობლემა შეექმნა. როგორც 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში 240 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება. როგორ მუნიციპალური განვითარების ფონდში
გორის მერიამ სკოლების რეაბილიტაციისთვის 1 770 000 ლარი გამოყო. როგორც გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის
ძლიერმა ქარმა წყალტუბოს ორ სოფელში - ქვილოშორში და რიონში სკოლებს სახურავი გადახადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ქუთაისში, საჯარო სკოლის შენობების რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც 27 მარტს ჩატარებული საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, საგანმანათლებლო დაწესებულებების
სკოლების კუთხით ჩვენ საკმაოდ მძიმე გამოწვევები გვაქვს და დაახლოებით, 7 მილიარდი ლარი გვჭირდება, რომ საქართველოს
ადიგენის სოფელ ზარზმაში სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. სკოლის სარეაბილტიაციო სამუშაოების გამო, მოსწავლეები მლაშეს სკოლაში მეორე ცვლაში გადაიყვანეს. ინფორმაციას
წინა სტატია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემში 60 ბავშვზე გათვლილი სკოლის ასაშენებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 1 279
გურჯაანის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია იგეგმება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამჟამად სრული რემონტი
%d bloggers like this: