გლდანის მესამე ა მიკრორაიონში გზა და სკვერი მოეწყობა

933

გლდანის მესამე ა მიკრორაიონის N23-24 კორპუსებთან სკვერისა და ეზოს მოწყობა მიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, ასფალტის საფარი, დაახლოებით, 3 300 კვ.მ ფართობზე იგება. ასევე, სამუშაოების ფარგლებში, სკვერში შესაბამისი ინვენტარი განთავსდება, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები, ბორდიური, საბავშვო-გასართობი მოედანი, დამონტაჟდება განათება და სარწყავი სისტემა.

“მესამე ა მიკრორაიონში გზის და სკვერის მოწყობის სამუშაოებს ვახორციელებთ. გლდანის მესამე ა მიკრორაიონის N23-24 კორპუსებთან, გასულ წელს, სპორტული მოედანი მოეწყო, შემდეგ მიწის მოჭრის სამუშაოები განვახორციელეთ, წელს კი, გზის საფარის მოწესრიგება და სკვერის მოწყობა ერთობლივად მიმდინარეობს. გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ.