გუბაზეული სანსეტი – ხიდისთაველებმა მდინარე გუბაზეულზე დასასვენებელი სივრცე მოაწყეს (ვიდეო)

კარგი ამბები ხდებოდა წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში – სოფლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, თავიანთი სოფელი უფრო მეტად გაეხალისებინათ და მდინარე გუბაზეულზე დასასვენებელი სივრცე მოაწყეს.

იდეის ავტორი დარეჯან (დაკა) ბერძენიშვილი იყო, რომელმაც სპეციალურად ამ საქმისთვის პროექტიც შეადგინა და ევროკავშირის პროექტის – “მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის” მხარდაჭერაც მოიპოვა. ამ პროექტს გურიაში ,,სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი ერთობლივად ახორციელებენ.

დაკას წამოწყებას ხიდისთაველებიც შეუერდნენ და გუბაზეული სანსეტი საკუთარი ხელით, მთელმა სოფელმა ერთად მოაწყო. საბოლოოდ კი, აგვისტოს ცხელი დღეები სოფლის მცხოვრებლებმა და მათმა სტუმრებმა ასე ხალისიანად გაატარეს:

მსგავსი სიახლეები