ვაკის რაიონში კორპუსის სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

703

ვაკის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით მრავალბინიანი კორპუსების ქანობიანი და ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე, სხვადასხვა მისამართზე წყალსაწრეტი მილების შეცვლაც მიმდინარეობს.

“ამ დროისთვის, სახურავების რეაბილიტაციისა და წყალსაწრეტი მილების მონტაჟის 16 პროექტი დაფინანსდა. დასრულდა შვიდი სახურავის რეაბილიტაცია, რაზეც 80 548 ლარი დაიხარჯა. ხუთ მისამართზე კი, გადახურვის განახლება მიმდინარეობს. მიმდინარე პროექტების შესრულების თანხა 102 175 ლარს შეადგენს”, – აცხადებენ ვაკის რაიონის გამგეობაში.