ოპოზიცია: ოზურგეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა აღიარეს დანაშაული და თანამდებობიდან გადადგნენ

713

წინა სტატია

ოზურგეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა აღიარეს დანაშაული და თანამდებობიდან გადადგნენ, რაც დასტურია იმის, რომ მოძალადე ხელისუფლებაა, – განაცხადა ოზურგეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო ქათამაძემ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

როგორც ქათამაძე განმარტავს, მასზე თავდასხმამ ცხადყო, რომ „ქართული ოცნება“ ოპონენტებზე ძალადობს. ბესო ქათამაძის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და დღესაც საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე არის დაბარებული.

„თავიდანვე ვითხოვდით, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღოთ. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა აღიარეს დანაშაული და თანამდებობებიდან გადადგნენ. სწორედ ეს არის დასტური, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ეს ხელისუფლება მოძალადეა და პოლიტიკურ ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდება. დღეს ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელმა და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტების დევნა მიდის. ჩემზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება გრძელდება და დღესაც ადვოკატთან ერთად გამოკითხვაზე ვარ დაბარებული“,- აცხადებს ბესო ქათამაძე.

დღეს ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “კონსერვატორების” თავმჯდომარე დავით ჭაკნელიძემ, ფრაქცია “მწვანეების” თავმჯდომარე გენო ჩავლეშვილმა და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ტარიელ აროშიძემ დაკავებული თანამდებობები დატოვეს.

ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “კონსერვატორების” თავმჯდომარე დავით ჭაკნელიძემ, ფრაქცია “მწვანეების” თავმჯდომარე გენო ჩავლეშვილმა და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ტარიელ აროშიძემ თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ დავით დარჩიამ ბრიფინგზე ისაუბრა.