ოზურგეთის საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებმა თანამდებობები დატოვეს

1165

ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “კონსერვატორების” თავმჯდომარე დავით ჭაკნელიძემ, ფრაქცია “მწვანეების” თავმჯდომარე გენო ჩავლეშვილმა და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ტარიელ აროშიძემ თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ დავით დარჩიამ ბრიფინგზე ისაუბრა.

“2018 წლის 15 ივნისს, საჯარო სივრცეში ატვირთული მასალის გამო წარმოიშვა ინციდენტი, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც გამოიწვია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ბესიკ ქათამაძის სხეულის დაზიანება. ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ტარიელ აროშიძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. ასევე, დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ინციდენტში მონაწილე ფრაქცია “კონსერვატორების” თავმჯდომარემ დავით ჭაკნელიძემ და ფრაქცია “მწვანეების” თავმჯდომარემ გენო ჩავლეშვილმა”,- განაცხადა დავით დარჩიამ.