ბათუმის დელფინარიუმში სელაპი დაიბადა (ვიდეო)

2148

ბათუმის დელფინარიუმის ფეხფარფლიანთა განყოფილებაში მატებაა, 10 ივლისს, სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში, პედროსა და მარის, პატარა სელაპი შეეძინათ. მამა პედრო 13  წლისაა, დედა კი 12-ის.

დედა და შვილი მათთვის სპეციალურად მომზადებულ სივრცეში არიან, სადაც  მწვრთნელებისა და ვეტერინარის 24- საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

ახალშობილი მამრი, რომლის წონა 5-7 კგ-ია, სრულიად ჯანმრთელია.  პატარა და დედა თავს შესანიშნავად გრძნობენ. ჩვილი სელაპი დედის რძით დაბადებიდან 6-8 თვის განმავლობაში იკვებება. ზღვის ძუძუმწოვართა ცენტრში, ეს ნამატის პირველი შემთხვევა არაა.

გახსნის დღიდან, ანუ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ბათუმის დელფინარიუმში  7 ზღვის ლომი დაიბადა.