ქობულეთის 4 სოფელში წყალსადენ სისტემაზე დებეტის გასაზრდელად სამუშაოები მიმდინარეობს

714

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 4 წყალსადენ სისტემაზე დებეტის გასაზრდელად სამუშაოები სრულდება, რისთვისაც 795 600 ლარი დაიხარჯება.

პროექტის განხორციელების შედეგად გვარაში, ხუცუბანში, სკურასა და სამებაში წყალმომარაგება გაუმჯობესდება.

“სოფლებში წლების მანძილზე ზაფხულობით მოსახლეობას სასმელ-სამეურნეო წყალი გრაფიკით მიეწოდება. დებეტის ნაკლებობის გამო ხდება წნევის ვარდნა, რაც უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე, რაც დისკომფორტს უქმნის მათ და ხშირად სამართლიანი პროტესტის მიზეზი ხდება.

წყლის სისტემების სათავე ნაგებობებზე ჭაბურღილების მონტაჟი ხელს შეუწყობს წყლის დებეტის გაზრდას, რომლის შედეგად შესაძლებელი იქნება მოსახლეობის შეუზღუდავი სასმელ-სამეურნო წყლით მომარაგება.

ჭაბურღილების მონტაჟის შედეგად მოხდება არსებული რეზერვუარების მაქსიმალური ათვისება და წყალსაქაჩის წარმადობის გაზრდა, რაც სავსებით საკმარისი იქნება წყლის პრობლემის მოსაგვარებლად:, – აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, ხუცუბანში ჭაბურღილების მოწყობა რამდებიმე დღეში დასრულდება და მოსახლეობის წყალომარაგება შეუზღუდავი იქნება.