მცხეთის სოფელ მისაქციელსა და ნატახტარში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1141

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში სასაფლაოსკენ მისასვლელი გზის 430 მ მონაკვეთის მოსწორება,  ნატახტარში კი ცენტრალური გზიდან საბავშვო ბაღამდე მიმავალი გზისა და ახლადაშენებული ბაღის ეზოს მოპირკეთება მიმდინარეობს. ორივე სოფელში გზის მოასფალტებას შპს ,,კოხტას ძირი“ ზაფხულის ბოლომდე დაასრულებს.

ასევე, მერიის ინფორმაციით, ქალაქ მცხეთაში ჯავახიშვილისა და იბერიელის ქუჩის ჩიხების ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა, ახალსოფლის შიდა გზის, საგურამოში ატმიანის დასახლებისა და გმირის ქუჩის, გალავანი-წინამძღვრიანთკარი-ბიწმენდი-ჯიღაურა-საგურამოს დამაკავშირებელი გზის, მცხეთა-შიომღვიმის მეოთხე კმ-იდან წმ. დიმიტრი თესალონიკელის მონასტერთან და წმ. გიორგის ეკლესიამდე მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც იგგემება.

ამჟამად, ლისი-წოდორეთის დამაკავშირებელი გზის მოასფალტების სამუშაოების დასაწყისი ეტაპი მიმდინარეობს.

“აღნიშნულ სოფლებში საგზაო სამუშაოები უახლეს პერიოდში დაიწყება და წლის ბოლოსთვის მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით შეძლებს გადაადგილებას”, – აღნიშნავენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.