ზინდისის ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1436

ისნის რაიონში ზინდისის ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, ამჟამად, ასფალტის ორფენიანი საფარი 1 251 კვ2 ფართობზე იგება. 425 კვ.მ-ზე კი, ტროტუარისა და ბორდიურის მოწყობა უკვე დასრულებულია.

საგზაო სამუშაოებს ისნის რაიონის დაკვეთით შპს „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ ასრულებს, რომლის ღირებულება 78 201 ლარია.

გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ათ დღეში დასრულდება.