ბოლნისის მერიაში წყლისა და ელექტროენერგიის პრობლემები განიხილეს

692

დღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და მერიის სხვადასხა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელმა პირებმა მუნიციპალიტეტში არსებული სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს.

მოსახლეობის განცხადებით ზაფხულის დადგომასთან ერთად სასმელი წყლის სიმცირე, ხშირ შემთხვევაშიკი არ არსებობა შეინიშნება, აქვე დასძენენ, რომ ბოლო პერიოდში ელექტრო ენერგიის გათიშვა გახშირდა.

სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნული საკითხების მოგვარების გზები განიხილეს.