ზუგდიდის მერმა სტუდენტებს ახალი ინიციატივები გააცნო

879

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.

ზუგდიდის მერიის ცნობით, სტუდენტებთან შეხვედრისას ლაშა გოგიამ ახალი იდეა „ერთი დღე მერთან“ გააჟღერა, რომელიც ერთი სამუშაო დღის მერთან გატარებას და მისი სამუშაო რეჟიმის გაცნობას გულისხმობს.

მერმა სტუდენტებს მერის სტიპენდიაზეც მიაწოდა ინფორმაცია. წარჩინებული სტუდენტები მერის სტიპენდიით უკვე სარგებლობენ, სექტემბრიდან კი 95 ქულიანი ბარიერი 91 ქულამდე დაიწევს და ის სტუდენტები, რომელთა აკადემიური მოსწრება 91 ქულაა, სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ სტიპენდიით სარგებლობას შეძლებენ. ლაშა გოგია სტუდენტებს მაქსიმალურ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას დაპირდა.

ზუგდიდის მერიის ცნობით, ტურისტულ სეზონზე გათვალისწინებულ აქტივობებში სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან. სექტემბრიდან კი სტუდენტები და ლექტორები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ.