ბორჯომის მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო მაგისტრალის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

815

ბორჯომის მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო მაგისტრალის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში მთლიანად იცვლება ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული ძველი დაზიანებული მილები, ასევე, სამუშაოები ხორციელდება I და II მონაკვეთებზე.

პროექტის მიხედვით, ჯამში კანალიზაციის ქსელი 1796 მეტრზე მოეწყობა.
სამუშაოები რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ახალი საკანალიზაციო ქსელისათვის 158 550 ლარი გაიხარჯება.

აღნიშნული პროექტი ივნისის ბოლოს დასრულდება.