მეათეკლასელმა გოგოებმა უნივერსალური შუქნიშანი შექმნეს

172

ქალაქში საცობები და მანქანის გამონაბოლქვი გაწუხებთ?

ამ პრობლემის მოგვარება მე–10 კლასელმა გოგოებმა გადაწყვიტეს.

მეათეკლასელმა გოგოებმა – ჯული მუხაძემ, მარიამ ბარიაშვილმა და ნინო ბულბულაშვილმა ქალაქში საცობებთან და მანქანის გამონაბოლქვთან დაკავშირებული მდგომარეობის გამოსასწორებლად პროექტი “უნივერსალური შუქნიშანი” შექმნეს. ინფორმაციას ნავიგატორი ავრცელებს.

ისინი სკოლამდე მისასვლელად დიდ დროს საცობებში ატარებენ, ამიტომაც გოგონებმა გადაწყვიტეს თავად ეზრუნათ მდგომარეობის გამოსწორებაზე.

პროექტის აღწერილობის მიხედვით, შუქნიშანს ნებისმიერ დროს შეუძლია გზებზე არსებული ახალი რეჟიმის შესახებ ინფორმაციის ათვისება და დამუშავება. მოწყობილობას აქვს ხელის მართვის რეჟიმი, რომლითაც პატრულს შესაძლებლობას აძლევს, საჭიროების მიხედვით, შეცვალოს შუქნიშნის ფერი.

ამასთან, “უნივერსალური შუქნიშანი” კითხვა-პასუხისთვისაც მზად არის. მას შეუძლია უპასუხოს მძღოლის შეტყობინებას და მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა ამა თუ იმ გზაზე მოძრაობის მხრივ: საცობია, გზა თავისუფალია თუ ავარიული სიტუაციაა.

“პირველი კონკურსი იყო ჩვენთვის, გამარჯვების იმედი გვქონდა. მნიშვნელოვანიგამოცდილება მივიღეთ და  სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობას უკვე ვგეგმავთ.” –განაცხადა ანინო ბულბულაშვილი.

გოგოები აგვისტოში, ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, გოგონათა საერთაშორისო ბანაკში (WiSci) მიიღებენ მონაწილეობას.