სამტრედიაში, ნინოშვილის ქუჩაზე, ბოგირები მოწესრიგდება

571

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ნინოშვილის ქუჩაზე, ბოგირები მოწესრიგდება.

აღსანიშნავია, რომ მოუწესრიგებელი ბოგირების გამო ხშირად ზოგიერთ უბანში მოსახლეობა იტბორებოდა.

“ნინოშვილის ქუჩაზე ბოგირები წესრიგდება. სამწუხაროდ, ყველა გაწვიმების დროს, ზოგიერთ უბანზე მოსახლეობა იტბორება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ზოგიერთი ბოგირის შეცვლის” – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, მუმიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.